Euromoney-მ „გალტ & თაგარტი“ საქართველოში 2022 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
22/07/2022 10:27:44 ეკონომიკა, რეკლამა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Euromoney “გალტ & თაგარტი“ საქართველოში 2022 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ “გალტ & თაგარტი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, “Euromoney Awards for Excellence” ჯილდოს მოსაპოვებლად ბანკები მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებდნენ, გამარჯვებულებს შორის კი ისეთი მსხვილი ორგანიზაციები არიან, როგორიცაა: Bank of America, Goldman Sachs, Citi და სხვ.
გადაწყვეტილების მისაღებად, Euromoney-ს რედაქტორებმა, ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ბაზრის კვლევა აწარმოეს, რათა ის ფინანსური ინსტიტუტები შეერჩიათ, რომლებიც ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო სერვისების მიწოდებას საიმედოდ უზრუნველყოფენ.
„მოხარული ვართ, რომ Euromoney-მ „გალტ & თაგარტი“ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. Euromoney-მ ეს აღიარება „გალტ & თაგარტს“ გასული წლის ფარგლებში დანერგილი სიახლეებისა და განხორციელებული პროექტების საფუძველზე მიანიჭა. მათ შორის, ისეთი ინიციატივების, როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც EBRD-თან და EU-სთან ერთად ვახორციელებთ; ყველაზე მსხვილი M&A გარიგება უძრავი ქონების სექტორში; ადგილობრივ ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციების 60%-ზე მეტის განთავსება;
საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით ინვესტირების სრულიად ახალი გამოცდილების შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 000-ზე მეტი ახალი ინვესტორი შეემატა - მათ უკვე მობილბანკიდან, სწრაფად და კომფორტულად შეუძლიათ ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერები გახდნენ, როგორიცაა: Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და თითოეულ მომხმარებელს, იმისთვის, რომ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკს ქმნიან. ჩვენ ეს წარმატება გვეამაყება და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას აქტიურად ვაგრძელებთ“,- განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
მათივე ინფორმაციით, Euromoney Awards for Excellence 1992 წელს დაარსდა და გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში პირველი ჯილდოა. წელს Euromoney-მ ბანკებისგან 50-ზე მეტი რეგიონული და 100 ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ბანკის ჯილდოს კატეგორიაში, რეკორდული რაოდენობის აპლიკაციები მიიღო.


