რუსეთმა "არამეგობრული ქვეყნების" სია გააფართოვა
22/07/2022 07:47:30 მსოფლიო
რუსეთმა "არამეგობრული ქვეყნების" სია გააფართოვა. ამჯერად მოსკოვმა ჩამონათვალს საბერძნეთი, დანია, სლოვაკეთი, სლოვენია და ხორვატია დაამატა. ოფიციალურ მიზეზად დასახელებულია ამ ქვეყნების „არამეგობრული ქმედებები რუსეთის, კერძოდ, საზღვარგარეთ მისი დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების მიმართ".
„არამეგობრული ქვეყნების სტატუსის“ გამო საბერძნეთს, დანიას, სლოვაკეთს, სლოვენიას და ხორვატიას შეეზღუდათ უფლება, საელჩოებსა და საკონსულოებში თანამშრომლებად აიყვანონ რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი პირები.
რუსეთის მიერ „არამეგობარ ქვეყნებად“ გამოცხადებულთა სიაში ამჟამად 50 -მდე სახელმწიფოა.


