Accentnews.ge
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: "რუსეთი სახმელეთო შეტევის რაკეტების დეფიციტს განიცდის"

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: "რუსეთი სახმელეთო შეტევის რაკეტების დეფიციტს განიცდის"

22/07/2022 07:42:03 მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი სახმელეთო შეტევის რაკეტების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის.

უწყების ცნობით, სახმელეთო შეტევის რაკეტების დეფიციტის გამო რუსეთი თვითმფრინავებისა და რაკეტების შორ მანძილზე ჩამოგდებისთვის განკუთვნილ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იყენებს:

"ამ იარაღს აქვს შედარებით პატარა ქობინი, რომელიც განკუთვნილია თვითმფრინავების განადგურებისთვის. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნან ჯარს ღია და მსუბუქ შენობებში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეაღწიონ გამაგრებულ სტრუქტურებში. დიდია შანსი, რომ ამ იარაღმა ააცილოს სამიზნეებს და გამოიწვიოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რადგან ეს რაკეტები არ არიან ოპტიმიზირებული ამ დანიშნულებისთვის“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S