ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი: "ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი უკრაინაში, რადგან ჩინეთი ქორივით იყურება"
22/07/2022 06:55:25 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (MI6) ხელმძღვანელის რიჩარდ მურის განცხადებით, დასავლეთს სჭირდება გამარჯვება უკრაინაში თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა ყურადღებით ადევნებს თვალს ომს, რათა შემდგომ მიაღწიოს თავის მიზანს – ტაივანზე დომინირებას.
"ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი უკრაინაში, რადგან ჩინეთი ქორივით იყურება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინის მხარდაჭერა… და ვეხმარებით უკრაინელებს გამარჯვებაში, ან, სულ მცირე, იმაში, რომ ძლიერი პოზიციიდან ჩაერთონ მოლაპარაკებაში. სინ ძინ პინი ქორივით იყურება", – განაცხადა მურმა.
მისი თქმით, დასაველთმა პეკინს ნათლად უნდა აუხსნას, რა მძიმე შედეგები მოჰყვება ტაივანში შეჭრას.
"ჩვენ ნამდვილად უნდა ვიპოვოთ გზა, რომ გასაგებად მივიტანოთ მესიჯები პეკინამდე და ვიმუშაოთ ისეთ შემაკავებელ საშუალებებზე, რაც აუცილებელია ამგვარი არასწორი გამოთვლების თავიდან ასაცილებლად", – დასძინა მურმა.


