Accentnews.ge
ბრიტანული MI6–ის ხელმძღვანელი: "რუსეთს მალე ძალა გამოეცლება, რაც უკრაინელებს კონტრშეტევების შესაძლებლობას მისცემს"

ბრიტანული MI6–ის ხელმძღვანელი: "რუსეთს მალე ძალა გამოეცლება, რაც უკრაინელებს კონტრშეტევების შესაძლებლობას მისცემს"

22/07/2022 06:39:55 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (MI6) ხელმძღვანელის რიჩარდ მურის შეფასებით, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთს სულ უფრო გაუჭირდება ფრონტზე ახალი სამხედროების და შეიარაღების გაგზავნა, რაც უკრაინას კონტრშეტევების შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ მან კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

"რუსეთმა თავდაპირველად დასახულ მიზნებში – თანამდებობიდან გადაეყენებინა უკრაინის პრეზიდენტი, აეღო კიევი და დასავლეთში უთანხმოება დათესა, ეპიკური წარუმატებლობა დაინახა. უკრაინაში რუსეთის ბოლოდროინდელი მიღწევები უმნიშვნელოა და მას მალე ძალა გამოეცლება. ჩვენი შეფასებით, რუსებს ცოცხალი ძალისა და შეიარაღების მობილიზება სულ უფრო გაუჭირდებათ. მათ მოუწევთ რაღაცნაირად პაუზის აღება და ეს მისცემს უკრაინელებს საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას", – განაცხადა რიჩარდ მურმა.

ბრიტანული მედიის შეფასებით, MI6–ის ხელმძღვანელის განცხადება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და უკრაინის კონტრშეტევის უნარი შეიძლება, დამოკიდებული იყოს კიევისთვის უფრო მეტი დასავლური შეიარაღების მიწოდებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S