ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა
21/07/2022 15:00:55 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 21 ივლისს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი სრულად ვაქცინირებულია და 2 ბუსტერ დოზა ვაქცინაც აქვს გაკეთებული.
მას ვირუსი მსუბუქი სიმპტომებით აქვს.
"პრეზიდენტი იღებს კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ „პაქსლოვიდს“. ჯო ბაიდენი თეთრ სახლში იქნება იზოლირებული და გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას", - აცხადებენ თეთრი სახლში.


