Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის უწყება – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს "მოდით, მოვიგოთ ეს ომი!"

უკრაინის თავდაცვის უწყება – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს "მოდით, მოვიგოთ ეს ომი!"

21/07/2022 14:34:16 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მადლობას უხდის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს, რომელმაც უკრაინისთვის დამატებითი იარაღის გაგზავნა დააანონსა.

"მოდით, მოვიგოთ ეს ომი!",– მიმართავს თავდაცვის უწყება ბენ უოლესს.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იმ შეიარაღების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელსაც ლონდონი დაჰპირდა:

"20 ერთეული M109–ის ტიპის თვითმავალი ჯავშანტექნიკა, 36 ერთეული L119–ის ტიპის ჰაუბიცა, 50000-ზე მეტი საბრძოლო ტყვია და 1600-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი".

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S