
ადიგენში 25 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
21/07/2022 13:30:45 საზოგადოება
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სმადაში 25 წლის ბიჭი საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, უცნობია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.