მოსკოვში ФСБ-ს გადამდგარი გენერალ-მაიორი გარდაცვლილი იპოვეს
21/07/2022 11:27:00 მსოფლიო
მოსკოვში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გადამდგარი გენერალ-მაიორი ევგენი ლობაჩოვი გარდაცვლილი იპოვეს.
76 წლის ლობაჩოვის ცხედარი მეუღლემ მათი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში აღმოაჩინა.
ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ ცხედარს თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა უპოვა, მის გვერდით კი ТТ-ს ტიპის პისტოლეტი აღმოაჩინა, რომლის ფლობის უფლების დამადასტურებელი საბუთები გარდაცვლილს, როგორც შემდგომში გაირკვა, არ გააჩნდა.
გარდა ამისა, საცხოვრებელ სახლში ლობაჩოვებს ჰქონდათ კარაბინი ОП-СКС, МЦ 21-12-ის ტიპის თოფი, პისტოლეტ ТТ-ს მჭიდი და ვაზნები.
გამოძიება ამ ეტაპზე თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს.


