Accentnews.ge
ფატიჰ დონმეზი:"თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგური «აკუიუ» ექსპლუატაციაში  2023 წელს შევა"

ფატიჰ დონმეზი:"თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგური «აკუიუ» ექსპლუატაციაში 2023 წელს შევა"

21/07/2022 11:08:25 მსოფლიო

თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგური «აკუიუ» ექსპლუატაციაში თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების მე-100 წლისთავზე 2023 წელს შევა.

ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ელექტროსადგურის ბოლო – მე-4 ენერგობლოკის ფუნდამენტის ჩაყრის ცერემონიაზე განაცხადა.

«ატომური ენერგია მთელს მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი ალტერნატივაა ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნისა და გლობალური გაფრქვევების შემცირების აუცილებლობის პირობებში. ატომური ენერგიით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში სარგებლობენ, 440 მოქმედი რეაქტორი მსოფლიო მოთხოვნის დაახლოებით 10%-ს აკმაყოფილებს, მშენებლობის ეტაპზეა კიდევ 54 რეაქტორი. ატომური ენერგეტიკისკენ თურქეთის თითქმის 50-წლიანი სვლის შედეგად გვირაბის ბოლოს, როგორც იქნა, შუქი გამოჩნდა. “აკუიუ” თურქეთის ისტორიაში ერთიანი პროექტის რეალიზებაში უმსხვილეს ინვესტიციას წარმოადგენს. ოთხივე რეაქტორი თურქეთის მოთხოვნის თითქმის 10%-ის დამოუკიდებლად დაკმაყოფილებას შეძლებს და თითოეული მათგანი უწყვეტად 60 წელს იმუშავებს” – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, პროვინცია მერსინის გიულნარის რაიონში პროექტის რეალიზება გეგმის მიხედვით გრძელდება.

ექსპლუატაციაში შესვლისა და სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ “აკუიუ” წელიწადში დაახლოებით 35 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტი მოიცავს III+ თაობის – ამაღლებული უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების მქონე ოთხი ენერგობლოკის მშენებლობას, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 1,2 ათასი მვტ იქნება, ხოლო ჯამური სიმძლავრე - 4800 მვტ.

პირველი რეაქტორი ექსპლუატაციაში 2023 წელს შევა, დანარჩენი სამი – 2026 წლამდე, ერთწლიანი შუალედით.

ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადად განსაზღვრულია 60 წელი 20-წლიანი გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S