Accentnews.ge
იტალიის პრემიერ– მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის პრემიერ– მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

21/07/2022 09:38:23 მსოფლიო

იტალიის პრემიერ–მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა. მისი განცხადება დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დააკმაყოფილა.

თანამდებობის დატოვების შესახებ დრაგიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამთავრობო კოალიციის სამმა პარტიამ მას უნდობლობა გამოუცხადა.

მოგვიანებით, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პარლამენტის ორივე პალატა დაშალა.

პრეზიდენტის თქმით, იგი ამ გადაწყვეტილებამდე პოლიტიკურმა ვითარებამ მიიყვანა.

კონსტიტუციის თანახმად, იტალიამ ახალი პარლამენტი 70 დღეში უნდა აირჩიოს.

იტალიაში სამთავრობო კრიზისის ესკალაცია მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში მინისტრთა კაბინეტისა და მმართველ კოალიციაში მყოფი პარტიების უთანხმოების გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S