Accentnews.ge
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური: "2022 წლის 1 მარტიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში გამოვლინდა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 36 ფაქტი"

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური: "2022 წლის 1 მარტიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში გამოვლინდა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 36 ფაქტი"

21/07/2022 08:57:47 საზოგადოება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 1 მარტიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში გამოვლინდა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 36 ფაქტი.

უწყების თანახმად, სააანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 56% (20) შეეხებოდა კერძო სექტორში, 33% (12) – საჯარო სექტორში, ხოლო 11% (4) –სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას.

ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1 მარტიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში სამსახურმა 152 განცხადება/შეტყობინება მიიღო. მათგან 73 (48%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო დაწესებულებებში, 40 (26%) – საჯარო უწყებებში, ხოლო 39 (26%) – სამართალდამცავ ორგანოებში.

"ჩატარდა მონაცემთა დამუშავების კანონიერების 38 შემოწმება – 32% (12) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 68% (26) –არაგეგმურად.ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთაგან 18 პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 15 პირს – გაფრთხილება. სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) სამსახურმა 53 შემთხვევაში გამოიყენა. ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს სასამართლოს მიერ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერაზე გაცემულ ნებართვებში არსებულ ბუნდოვანება-უზუსტობაზე 8-ჯერ ეცნობა. კონტროლის ელექტრონული სისტემის საშაულებით სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის პროცესში ინციდენტი არ გამოვლენილა", – ნათქვამია ანგარიშში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური 2022 წლის მარტში მას შემდეგ შეიქმნა, რაც ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა და მის ნაცვლად ორი უწყება ჩამოაყალიბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S