Accentnews.ge
ბრიტანეთმა რუსეთიდან ოქროს, ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა

ბრიტანეთმა რუსეთიდან ოქროს, ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა

21/07/2022 08:47:17 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა. უკრაინაში შეჭრის გამო, გაერთიანებული სამეფოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები ეხება ქვანახშირს და ნავთობსაც.

ოქროს იმპორტი 10 აგვისტოდან აიკრძალება, ქვანახშირისა და ნავთობის – 31 დეკემბრიდან. ასევე იკრძალება ამ საქონლის ტექნიკური, ფინანსური და საშუამავლო მომსახურებაც.

23 ივნისს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აკრძალა რუსეთისთვის საავიაციო საწვავის და ნავთობის გადამუშავებასთან დაკავშირებული საქონლის და ტექნოლოგიების და ეროვნული ვალუტის, გირვანქა სტერლინგის მიწოდება.

გაერთიანებულ სამეფოს სანქციები აქვს დაწესებული არაერთი რუსული კომპანიისთვისაც, ასევე – ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და კრემლთან კავშირის მქონე ოლიგარქებისთვის.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S