Accentnews.ge
ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს

21/07/2022 08:13:43 მსოფლიო

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

"ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მობილიზებაზე, რაც დახმარების მეხუთე ტრანშია უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი მხარდაჭერისთვის. ევროკავშირი ორიენტირებულია და ურყევად უჭერს მხარს უკრაინას პარტნიორებთან ერთად", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S