Accentnews.ge
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვის განცხადებას "ახალი პროპაგანდა" უწოდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვის განცხადებას "ახალი პროპაგანდა" უწოდა

21/07/2022 06:44:17 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუსეთის "ახალი პროპაგანდა" უწოდა მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის განცხადებას უკრაინაში „სპეცოპერაციის გეოგრაფიული ამოცანების გაფართოების“ შესახებ.

ბერბოკის თქმით, რუსეთი ყოველ ჯერზე იყენებს "ახალ არგუმენტებს“ და ახლა ირწმუნება, რომ ეს უკავშირდება დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას, თუმცა რუსეთი მანამდეც უტევდა კიევს და უკრაინის სხვა ტერიტორიებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინა სამხედრო დახმარებას იღებს ნატოს წევრი სახელმწიფოების საერთო ძალისხმევით.

20 ივლისს კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების Russia Today-ს მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუ დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებას, „სპეცოპერაციის“ გეოგრაფიული ამოცანები ისევ შეიცვლება და დღევანდელ ხაზს გასცდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება, რომ უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობაზე ოცნებობენ, ადასტურებს, რომ რუსეთი უარს ამბობს დიპლომატიაზე და ფოკუსირებულია ომსა და ტერორზე:

მან ყველა პარტნიორს მოუწოდა, გააძლიერონ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები და დააჩქარონ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში არაფერი იყო ისეთი, რაც აქამდე არ იცოდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის თქმით, აშშ-ს ბოლო თვეებში არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთის მიზანი მხოლოდ დონბასი არ არის და თეთრმა სახლმა 19 ივლისსაც განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის ანექსიისთვის.

მისი თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ რუსეთის ეს ქმედება დაუსჯელი დარჩეს და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S