Accentnews.ge
გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა

21/07/2022 06:33:36 მსოფლიო

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტმა კლაუს მიულერმა განაცხადა.

მისი თქმით, გაზსადენი ამჟამად დაახლოებით 30%-იანი დატვირთვით მუშაობს.

გაზსადენის მუშაობა, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი მთელ ევროპას მიეწოდება, 11 ივლისს შეჩერდა. მიზეზად გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები დასახელდა.

დასავლეთი კრემლს ნავთობისა და გაზის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. „მოსკოვი არ ერიდება მარცვლეულისა და ენერგორესურსების იარაღად გამოყენებას. ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რამდენიმე დღის წინ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო და დასავლეთმა მოსკოვს სანქციებით უპასუხა, მოსკოვმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შემცირება დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S