Accentnews.ge
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი: "ამერიკულ არჩევნებში უკრაინა ჩაერია"

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი: "ამერიკულ არჩევნებში უკრაინა ჩაერია"

21/07/2022 06:36:31 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბადენს ხელისუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელება.

მისი თქმით, რამდენიმე თვეში, აშშ-ში ჩატარდება კონგრესის შუალედური არჩევნები და პრეზიდენტ ბაიდენისთვის „უკიდურესად მნიშვნელოვანია კონგრესში მომხრეთა უმრავლესობის შენარჩუნება“, რადგან „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, იმპიჩმენტი გამოუცხადონ“. რომელ ინფორმაციას ეყრდნობა ვოლოდინი, გაურკვეველია.

როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი წერს სოციალურ ქსელში, „ამერიკულ არჩევნებში უკრაინა ჩაერია“ და კონგრესის შუალედურ არჩევნებში "მნიშვნელოვან როლს უკრაინა ასრულებს".

აშშ-ის სპეცსამსახურებს დადასტურებული აქვთ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა და კიბერშეტევებით კონგრესის არჩევნებში ჩარევის მცდელობებიც. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ამერიკული სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი შეეცდება 2022 წლის ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ჩარევასაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S