Accentnews.ge
აშშ–ის CIA - რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა, 45 000–მდე დაიჭრა

აშშ–ის CIA - რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა, 45 000–მდე დაიჭრა

21/07/2022 05:19:53 მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა, 45 000–მდე დაიჭრა.

ამის შესახებ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შედარებით ნაკლები, თუმცა, მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს უკრაინასაც. კონკრეტული რიცხვი ბერნსს არ დაუსახელებია.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ, მარტის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 1351 რუსი სამხედრო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ივლისის მონაცემებით, რუსული არმიის დანაკარგები 38 000-ს აჭარბებს. კიევი ოფიციალურად არ ავრცელებს ცნობებს ომში დაღუპული და დაჭრილი უკრაინელი სამხედროების რაოდენობის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S