უკრაინის გენშტაბი - მტერმა უგლეგორსკის თბოსადგურზე იერიში სცადა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ოკუპანტები აიძულეს გაქცეულიყვნენ
21/07/2022 05:08:03 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსი აგრესორები წარუმატებლად ახორციელებდნენ თავდასხმებს უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიის დაკავების მიზნით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტერი აიძულეს, გაქცეულიყო.
უწყების ინფორმაციით, ხარკოვის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გაიხსნა მოსპანოვეს, პეტრივკას, რუსკი ტიშკის, ბაზალიივკას, პეჩენიჰის, ცირკუნის, პიტომნიკის, დემენტიივკას, კორობოჩკინეს და პრუდიანკას დასახლებებს.
“სლოვიანსკის მიმართულებით, დაბომბვა დაფიქსირდა დიბროვნეს, კრასნოპილიას, ჩეპილის, ადამივკას, ჰრუშუვაჰას მახლობლად.
კრამატორსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა კრამატორსკის, სივერსკის, ჰრიჰორივკას, ზვანივკასა და სპირნეს რაიონები. მტერი ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს ივანო-დარიივკას მახლობლად, ბრძოლა გრძელდება.
მტერმა განახორციელა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა როზდოლივკას, ბილოგორივკას, პოკროვსკეს, ნოვა კამიანკას, ბახმუტის, ვერშინას, ნოვოლუჰანსკის, ზაიცევეს, ტორეცკის და სხვა დასახლებების მიდაოებში.
ავდიივკას, ნოვოპავლივკასა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით მოწინააღმდეგე ახორციელებდა სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის სისტემატურ დაბომბვას სხვადასხვა დასახლების მიდამოებში. იუჟნობუგსკის მიმართულებით კი რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია დაკავებული პოზიციების შენარჩუნებაზე", – აცხადებს გენშტაბი.


