Accentnews.ge
უკრაინა – ბოლო 24 საათში რუსული ძალების საბრძოლო მასალების 6 საწყობი გავანადგურეთ

უკრაინა – ბოლო 24 საათში რუსული ძალების საბრძოლო მასალების 6 საწყობი გავანადგურეთ

21/07/2022 03:43:56 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, ხერსონის, ბერისლავისა და კახოვის რაიონებში უკრაინელმა დამცველებმა ბოლო 24 საათში რუსული ძალების საბრძოლო მასალების 6 საწყობი გაანადგურეს.

სარდლობის ცნობით, რუსული დანაკარგები ასეთია : "111 „რაშისტი“, "Мста-Б" ტიპის ჰაუბიცა, "Нона-С" ტიპის თვითმავალი საარტილერიო და ნაღმტყორცნების სისტემა, "Элерон"-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, 1️3️ ერთეული ჯავშანტექნიკა და სხვა საავტომობილო ტექნიკა".

ბოლო კვირების განმავლობაში კიევმა ხერსონში მტრის სამიზნეებზე იერიში რამდენჯერმე მიიტანა. შეტევები რიგ შემთხვევაში ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS–ით განხორციელდა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S