"რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ შეუძლია"
21/07/2022 03:42:15 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.
მან პარტიორებს მოუწოდა, მეტი სანქციები დაუწესონ კრემლს და მეტი შეიარაღება გაუგზავნონ უკრაინას.
„როდესაც ჩვენ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს ამა თუ იმ თხოვნით, ამა თუ იმ რჩევითა თუ მოთხოვნით, ეს ეფუძნება უკრაინის გამოცდილებას - რაც უკვე განვიცადეთ. რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაა შესაძლებელი. ეს დაიწყო გაზის ომით და დასრულდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, სარაკეტო ტერორით და გადამწვარი ქალაქებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ მსგავსი რამ სხვას არ დაემართოს, აუცილებელია უკრაინაში რაც შეიძლება მალე მოხდეს ხელშესახები საერთო გამარჯვება რუსეთზე.


