ლავროვი მოქმედების გეოგრაფიის გაზრდით იმუქრება
20/07/2022 18:44:52 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.
"დღევანდელ ვითარებაში ამას აზრი არ აქვს". - აღნიშნა მან.
ამასთან, სერგეი ლავროვი იმუქრება, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დიდი რადიუსის მქონე შეიარაღების გადაცემას რუსეთის მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გაზრდაც მოჰყვება.
"იმასთან დაკავშირებით, თუ დასავლეთი, როგორი უძლური ბოროტებით თუ სურვილით, მაქსიმალურად გაამწვავოს სიტუაცია, უკრაინას ტენის ამ შორსმსროლელი იარაღებით, HIMARS-ებით, უკვე რეზნიკოვი ტრაბახობს, რომ 300 კმ.-იანი საბრძოლო მასალები მიიღეს, ნიშნავს, რომ გეოგრაფიული დავალებები გადაიწევს ამჟამინდელი ხაზიდან კიდევ უფრო შორს", – განაცხადა ლავროვმა.


