Accentnews.ge
Sector 26–მა მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა

Sector 26–მა მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა

20/07/2022 18:32:47 საზოგადოება

ბათუმში კლუბმა Sector 26 მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა.

კონცერტი 24 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც კლუბი აცხადებს, ის არ შედგება.

მანამდე გოგიტიძემ მოსკოვსა და სოჭში კონცერტები დააანონსა.

მისი თქმით, სოჭში 29 ივლისს იმღერებს, მოსკოვში კი - 6 აგვისტოს.

მომღერალმა დაწერა, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია თავის ვებგვერდზე, რომელიც რუსულენოვანია და დომენიც რუსული აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S