აშშ უკრაინას დამატებით 4 ერთეულ HIMARS-ს გადასცემს
20/07/2022 13:59:18 მსოფლიო
აშშ უკრაინას დამატებით 4 ერთეულ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS) გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინელ მოკავშირეებთან ვირტუალური შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციური გზების მოძებნას, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების მამაც ქალებსა და კაცებს გრძელვადიანად მივაწოდოთ დახმარება და ჩვენს დახმარებას მოვარგებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ტექნოლოგია, ტყვია-წამალი და ცეცხლსასროლი ტექნიკა რათა თავი დაიცვან“, - განაცხადა ოსტინმა.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის ლოჯისტიკურ და ტყვია-წამლის 30 საწყობზე იერიში დასავლეთის მიერ მიწოდებული სარაკეტო სისტემებით წარმატებით მიიტანა.
აშშ-მა უკრაინას HIMARS სისტემები ივლისის დასაწყისშიც გაუგზავნა. ახალი პაკეტით გათვალისწინებული იარაღის გაგზავნის შემდეგ აშშ-ის მხრიდან უკრაინაში გაგზავნილი HIMARS-ის სისტემების საერთო რაოდენობა 16-მდე გაიზრდება.
აშშ-მ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე ქვეყნის დასახმარებლად ჯამში 8 მილიარდამდე დოლარი გამოყო.


