Accentnews.ge
უკრაინა – "ვაგნერის" ერთ-ერთი დანაყოფი განადგურებულია

უკრაინა – "ვაგნერის" ერთ-ერთი დანაყოფი განადგურებულია

20/07/2022 09:51:43 მსოფლიო

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ერთ-ერთი დანაყოფი განადგურებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის 58-ე ცალკეული მოტორიზებულ ქვეითთა ბრიგადა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ცნობით, "ვაგნერის" წევრები უკრაინის პოზიციების დაკავების მცდელობის დროს გაანადგურეს:

"ერთ-ერთ ფრონტზე პოზიციების გაბედული დაკავებით, თანმიმდევრულობისა და მომზადების წყალობით "Wagner PMC" ჯგუფი მთლიანად ლიკვიდირებული იქნა ჩვენი ბრიგადის პერსონალის მიერ".

"ვაგნერის" ერთ-ერთი დანაყოფი განადგურების ფაქტს ლუგანსკის გუბერნატორი სერგეი გაიდაიც ადასტურებს და აცხადებს, რომ დაჯგუფების დანაყოფი იმ დროს გაანადგურეს, როდესაც უკრაინის 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის პოზიციაზე თავდასხმას ცდილობდა.

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში „ვაგნერს“ იყენებს. უწყების ცნობით, "ვაგნერმა" უკრაინაში მძიმე დანაკარგი განიცადა:

„რუსეთმა იყენებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ფრონტის ხაზის ძალების გასაძლიერებლად და პერსონალის დანაკლისისა და მსხვერპლის შესამსუბუქებლად. "ვაგნერმა" ცენტრალური როლი შეასრულა ბოლო ბრძოლაში, მათ შორის პოპასნიასა და ლისიჩანსკის დაპყრობაში. ამ ბრძოლამ ჯგუფს დიდი მსხვერპლი მიაყენა“.

უწყების ინფორმაციით, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ახლახან გახდა რუსეთის ფედერაციის გმირი ლუგანსკში „ვაგნერის“ მიერ განხორციელებული ქმედებების გამო".

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ვარაუდით, ასეთი ქმედება გამოიწვევს კონფლიქტს რუს სამხედროებსა და "ვაგნერის" მებრძოლებს შორის, რაც უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის სამხედრო მორალზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S