Accentnews.ge
TI: "იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტენდერებს "ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია "ბორანი" იგებს, კომპანიამ 35 მლნ ლარის ოდენობის ხელშეკრულებები გააფორმა"

TI: "იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტენდერებს "ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია "ბორანი" იგებს, კომპანიამ 35 მლნ ლარის ოდენობის ხელშეკრულებები გააფორმა"

20/07/2022 09:40:10 საზოგადოება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვით, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტენდერებს მმართველ პარტიასთან - "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია შპს ბორანი იგებს. 2013-2022 წლებში ანუ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს საუბარია 34 970 860 ლარის ღირებულების ხელშეკრულების დადებაზე.

კვლევის მიხედვით, "ბორანის" წილის 22 პროცენტის ყოფილი მფლობელი, ნინო ჩხიკვაძე თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, კომპანიის ახლანდელი დირექტორი კი მისი შვილი ბექა არაბიძეა.

"ბოლო მონაცემებით, კომპანიის 66% წილს ნინო ჩხიკვაძის დედა, თამარ ღარიბაშვილი ფლობს, მანამდე, გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა მის ქმარს, ამირან ჩხიკვაძეს. მან მმართველ პარტიას 2017 და 2020 წლებში ჯამში 60 ათასი ლარი შესწირა. ამავე კომპანიის სხვა მფლობელებმა გიორგი აბულაძემ და მელანო უკლებამ კი ჯამში 30 ათასი ლარი. "შპს “ბორანის” ჩართულობა ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა შპს ბორანთან დადებული ხელშეკრულებები და აღმოაჩინა, რომ 2013 წლიდან დღემდე კომპანიამ 32 960 373 ლარის ღირებულიბის 52 ტენდერი მოიგო, მათ შორის 26 - უკონკურენტოდ, 8 კი - მეტოქეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე. 52 ტენდერიდან 22 ზესტაფონის, 15 თერჯოლის, 3 კი ბაღდათის მუნიციპალიტეტზე მოდის. კომპანიამ ასევე მოიგო საავტომობილო გზების დეპარტამენტის 12 ტენდერი, რომელთა უმრავლესობა იმერეთის ტერიტორიაზე გზების მოვლა-პატრონობასა და შეკეთებას ეხებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S