Accentnews.ge
კალაძე – გარევაჭრობაზე: "მესმის, ვინც იქ დგას, დალხენილი არავინაა, ადამიანები ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული"

კალაძე – გარევაჭრობაზე: "მესმის, ვინც იქ დგას, დალხენილი არავინაა, ადამიანები ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული"

20/07/2022 09:31:46 საზოგადოება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის დღევანდელ სხდომაზე გარევაჭრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "კარგად მესმის, რომ ადამიანებს უჭირთ", თუმცა "ადამიანები ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, ცივილური ფორმით".

მისი თქმით, გარევაჭრობა „კანონით დაუშვებელია“ და „კატეგორიულად მიუღებელია“, რის გამოც მერიამ „კონკრეტული ნაბიჯები“ გადადგა ვარკეთილში, სამგორსა და გლდანში მეტროს მიმდებარე სივრცეების მოსაწესრიგებლად.

"ქალაქში არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც გარევაჭრობა ხდება. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. იგივე იყო სამგორში, გლდანში. რამდენიმე დღის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეებს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეც მისცა შესაბამისი გაფრთხილება და შეთავაზება, რომ ათი დღის ვადაში, ბაზრობების შიდა ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. გარკვეული ნაწილი ამას დათანახმდა, თუმცა, იყო დარჩენილი ადამიანები, ვინც საქმიანობას ბაზრობის გარეტერიტორიაზე განაგრძობდა. კარგად მესმის, რომ ადამიანებს უჭირთ და ვინც იქ დგას, დალხენილი არავინაა. ადამიანები ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, ცივილური ფორმით. მინდა, ბაზრობის ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან მათ გარემოვაჭრეების ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ტენდენციას განვაგრძობთ და მსგავსი სივრცეები კანონის შესაბამისად მოწესრიგდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

ასევე დედაქალაქის მერმა უკანონო მშენებლობების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო მიწების მიტაცების შესაძლებლობას არავის მისცემს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S