Accentnews.ge
ათენთან ტყის ხანძარი მძვინვარებს, ცეცხლის ქრობაში საბერძნეთს რუმინეთიც ეხმარება

ათენთან ტყის ხანძარი მძვინვარებს, ცეცხლის ქრობაში საბერძნეთს რუმინეთიც ეხმარება

20/07/2022 07:51:45 მსოფლიო

საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთით მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. პენტელის მთიან რეგიონში ტყე იწვის. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებსაც მიუახლოვდა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

600–მდე ადამიანი ევაკუირებულია 9 უბნიდან, მათ შორის – პალინისადან და გერაკასიდან. სიფრთხილის მიზნით ევაკუაცია მოხდა ათენის ეროვნულ ობსერვატორიაშიც და ერთ–ერთ საავადმყოფოშიც. ოფიციალური პირები სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც ურჩევენ, მოემზადონ საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციისთვის.

ცეცხლის ჩაქრობას 420 მაშველი-მეხანძრე ცდილობს. მათ შორის არიან რუმინეთიდან დასახმარებლად ჩასული მეხანძრეები.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენებიც.

"რთული ღამე იყო. ქარის ინტენსივობისა და სიჩქარის გამო ხანძარი მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად იცვლიდა მიმართულებას, რაც კიდევ უფრო ართულებდა ცეცხლის ქრობის სამუშაოებს", – განაცხადა სახანძრო დეპარტამენტის პრეს– სპიკერმა იანის არტოპიოსმა და დასძინა, რომ ქარის სიჩქარე საათში 80 კილომეტრს აჭარბებდა.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ქარი დღეს შუადღამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ბოლო 2 კვირაა უჩვეულოდ მაღალი ჰაერის ტემპერატურის გამო ტყის ხანძრებს ებრძვიან. სპეციალისტები ხანძრის გაჩენას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S