უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: "უკრაინაში იარაღის ჩვენი ტერიტორიით ტრანზიტის წინააღმდეგი არ ვართ"
20/07/2022 07:08:48 მსოფლიო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევენტე მადიარი აცხადებს, რომ უკრაინაში იარაღის ქვეყნის ტერიტორიით ტრანზიტის წინააღმდეგი არ არიან. ამის შესახებ მან ლვოვის მერ ანდრეი სადოვისთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ შოკირებული ვართ იმ მოვლენებით, რაც აქ ხდება, ჩვენ ნამდვილად თანაუგიგრძნობთ თქვენ. ბოლო 200 წლის განმავლობაში ჩვენ სამჯერ ვებრძოდით რუსეთს. ეს ომები იყო არა სიცოცხლისთვის, არამედ სიკვდილისთვის. ბევრი დასავლელი პარტნიორისგან განსხვავებით, ჩვენ საკუთარ თავზე გადავიტანეთ როგორია ეს - დაპირისპირება ამ უზარმაზარ აღმოსავლურ სახელმწიფოსთან. ამავდროულად, თავად უნგრეთი არ მიაწოდებს თავის იარაღს უკრაინას. ეს ჩვენი სტრატეგიული პოზიციაა. თუმცა მესამე ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია", - თქვა მადიარმა.
მისივე თქმით, უნგრეთი მზადაა, მიიღოს უკრაინელი ბავშვები სანატორიუმებსა და ბანაკებში, ასევე მათ უნივერსიტეტებში უკრაინელებს 1000 სტიპენდია მისცეს.
გარდა ამისა, უნგრეთმა უკრაინას დახმარება შესთავაზა სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის მკურნალობაში ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში.
მანამდე, მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა მისი ტერიტორიის გავლით უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებას, "სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები უნგრელებისთვის საფრთხის არიდების" მიზეზით.


