Accentnews.ge
სახელმწიფო დეპარტამენტი – თბილისში გამართულ ისტორიულ შეხვედრაზე: "აშშ რჩება ერთგული, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავლს"

სახელმწიფო დეპარტამენტი – თბილისში გამართულ ისტორიულ შეხვედრაზე: "აშშ რჩება ერთგული, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავლს"

20/07/2022 06:10:39 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ თბილისში გამართულ შეხვედრას და აცხადებს, რომ "შეერთებული შტატები რჩება ერთგული, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობიან, დემოკრატიულ და აყვავებულ მომავლს". ამის შესახებ "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა.

"შეერთებული შტატები რჩება ერთგული, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობიან, დემოკრატიულ და აყვავებულ მომავლს. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ვიმეორებთ, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ჩაერთოს ორმხრივ დონეზე და თანამოაზრე პატრიოტებთან ერთად, მათ შორის – ჩვენი როგორც ეუთო–ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის ფარგლებში, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანმა 16 ივლისს თბილისში შეხვედრაზე პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს. პირდაპირი დიალოგი აზერბაიჯანულ-სომხური უთანხმოების მოგვარების ყველაზე საიმედო გზაა", – განუცხადა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.

ამავე თემაზე: „კრემლი უკმაყოფილოა“: ისტორიული შეხვედრა მოსკოვის გვერდის ავლით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S