Accentnews.ge
"თუ დასავლეთი რუსული ნავთობის იმპორტს შეზღუდავს, ნავთობის ფასები ცამდე აფრინდება"

"თუ დასავლეთი რუსული ნავთობის იმპორტს შეზღუდავს, ნავთობის ფასები ცამდე აფრინდება"

20/07/2022 05:55:32 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ "თუ დასავლეთი რუსული ნავთობის იმპორტს შეზღუდავს, იგივე მოხდება, რაც ბუნებრივი გაზის შემთხვევაში და ნავთობის ფასები ცამდე აფრინდება“.

"რუსული ნავთობის შესახებ მსგავსი წინადადებები აქვთ ადამიანებს უმაღლესი განათლებით“, – განუცხადა პუტინმა რუს ჟურნალისტებს თეირანში ირანის და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ.

პუტინმა ირონიით ისაუბრა ევროპის ქვეყნების მიერ ენერგოპოლიტიკის შეცვლაზე, რაც მიზნად ისახავს რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებას.

„ისინი დიდი სპეციალისტები არიან არატრადიცული ურთიერთობების სფეროში და ენერგეტიკის სფეროშიც გადაწყვიტეს ფსონი დადონ ენერგიის არატრადიციულ სახეობებზე - მზეზე და ქარის ენერგიაზე“, - განაცხადა პუტინმა და დაამატა „ზამთარი გრძელი აღმოჩნდა, ქარი არ იყო და მორჩა“.

უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შემდეგ მოსკოვმა მოითხოვა, რომ ევროპის სახელმწიფოებმა რუსული გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ. კომპანია "გაზპრომმა" ქვეყნებს, რომლებმაც ეს მოთხოვნა არ შეასრულეს, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება შეაჩერა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“, რომელიც ბალტიის ზღვაზე გადის. გაზსადენის ოპერატორი, კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი Nord Stream AG მიზეზად ასახელებს „ყოველწლიურ გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას“, რომელიც ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, 21 ივლისამდე გაგრძელდება და მიზნად ისახავს გაზსადენის „ეფექტურ, უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციას“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S