Accentnews.ge
რეზნიკოვი: "უკრაინელმა დამცველებმა რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს"

რეზნიკოვი: "უკრაინელმა დამცველებმა რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს"

20/07/2022 04:01:03 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, "უკრაინელმა დამცველებმა რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, თუმცა წინ კიდევ 2500-ზე მეტი პატარა სოფლისა და ქალაქის დეოკუპაციაა".

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის სიჩქარე დამოკიდებულია იარაღის მიღების ტემპზე:

"რუსეთის დამარცხება უდავოდ შეიძლება. უკრაინამ უკვე აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზადაა თავისუფალი სამყარო ჩვენს დასახმარებლად. თუ დროულად მივიღებთ საკმარის იარაღს, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას", - განაცხადა რეზნიკოვმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S