Accentnews.ge
აშშ უკრაინას HIMARS–ების დამატებით რაოდენობას მიაწვდის

აშშ უკრაინას HIMARS–ების დამატებით რაოდენობას მიაწვდის

20/07/2022 04:00:18 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელიც მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ს მოიცავს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ გააკეთა.

"ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისთვის ისტორიული დონის დახმარების გაწევას უსაფრთხოების სფეროში. მიმდინარე კვირის ბოლოს ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გადაცემის შემდგომი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ის მოიცავს მეტ HIMARS-ს, რომელსაც უკრაინელები ძალიან ეფექტურად იყენებენ ბრძოლის ველზე სხვაობის შესაქმნელად", -განაცხადა კირბიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში კიევმა ხერსონში მტრის სამიზნეებზე იერიში რამდენჯერმე მიიტანა. შეტევები რიგ შემთხვევაში ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS–ით განხორციელდა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S