Accentnews.ge
ევროკავშირსა და უკრაინას შორის 1 მლრდ ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმს მოეწერა ხელი

ევროკავშირსა და უკრაინას შორის 1 მლრდ ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმს მოეწერა ხელი

19/07/2022 19:10:03 მსოფლიო

ევროკავშირსა და უკრაინას შორის ერთი მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკი ავრცელებს.

"ევროკავშირის სახელით, გადაუდებელი დაფინანსების სახით, უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარებისთვის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. აღნიშნული თანხა ივლისის ბოლოს გადაირიცხება უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად. უკრაინის ეკონომიკა ომშია, ევროკავშირი აქ არის, დასახმარებლად", - წერს დომბროვსკი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S