Accentnews.ge
წერეთელი განმარტავს, რა უთხრა ოხანაშვილს აშშ–ის საელჩოს ღონისძიებაზე

წერეთელი განმარტავს, რა უთხრა ოხანაშვილს აშშ–ის საელჩოს ღონისძიებაზე

19/07/2022 18:49:10 პოლიტიკა, საზოგადოება

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ–ის საელჩოს ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტამდე "ქართული ოცნების" წევრ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს ტელეარხის დაღუპული ოპერატორის ლექსო ლაშქარავას თაობაზე ესაუბრა.

„სწორედ ლექსო ლაშქარავას თემაზე იყო ის ყურში გადაჩურჩულება ანრი ოხანაშვილის მიმართ. ანრი ოხანაშვილი მე ვნახე, მოდიოდა ლექსო ლაშქარავას წლისთავი, ჩვენ ამაზე სულ ვლაპარაკობთ. მე ვუთხარი მას, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე არის-მეთქი", – განაცხადა ვატო წერეთელმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ვატო წერეთელი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ოხანაშვილი აცხადებს, რომ უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი:

"მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო… ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა".

პროკურატურის ცნობით, 30 ივნისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით (ძალადობა და მუქარა).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S