Accentnews.ge
ალიევი: "აზერბაიჯანის ევროპისგან იზოლირება შეუძლებელია"

ალიევი: "აზერბაიჯანის ევროპისგან იზოლირება შეუძლებელია"

19/07/2022 16:13:32 მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, "ევროპარლამენტის რიგი წევრების მცდელობის მიუხედავად, ევროპის აზერბაიჯანისგან და პირიქით, აზერბაიჯანის ევროპისგან იზოლირება შეუძლებელია". ამის შესახებ მან დღეს ბაქოში ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანს მჭიდრო ურთიერთობების დამყარება სურს ევროპასთან.

„თქვენ საქმის კურსში ხართ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის შესახებ. ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი დისკუსია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების მნიშვნელობას. ამავდროულად ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი აქტიურადაა ჩართული აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში. უკვე გაიმართა სამი სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელშიც უშუალოდ იყო ჩართული შარლ მიშელი. ეს საკმაოდ პოზიტიური კონტექსტია. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვერ ვიგებთ ევროპარლამენტის ქმედებებს“, - მიმართა ალიევმა ევროპარლამენტარებს.

მისი თქმით, „ევროპარლამენტი ზოგჯერ ბევრად უფრო აგრესიულია აზერბაიჯანთან მიმართებით, ვიდრე სომხეთის პარლამენტი“.

„ზოგჯერ ჩანს, რომ ამ რეზოლუციებს იღებს სომხეთის პარლამენტი ან შესაძლოა, სომხურ ლობისტურ ჯგუფს აქვს რაიმე გავლენა, თორემ ეს ზოგჯერ ძალიან რთული გასაგებია", – დასძინა ალიევმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S