Accentnews.ge
ჯანმო - ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადეების გამოყენება

ჯანმო - ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადეების გამოყენება

19/07/2022 14:28:09 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორis ჰანს კლუგეს განცხადებით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ "კოვიდ–19"–ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადეების გამოყენება, რათა დაძლიონ ინფიცირების შემთხვევების ზრდა და თავიდან აიცილონ მოგვიანებით უფრო მკაცრი ზომების დაწესება.

ჯანმო-ს მაღალჩინოსანმა რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, ახლავე მიიღონ ზომები, რათა თავიდან აიცილონ ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა შემოდგომასა და ზამთარში, რადგან “ომიკრონის“ ქვევარიანტი, BA.5, აგრძელებს სწრაფად გავრცელებას.

მან ხაზი გაუსვა „პანდემიის სტაბილიზატორების“ ამოქმედების საჭიროებას, როგორიცაა მეორე „ბუსტერ“ დოზა, ასევე პირბადეების გამოყენება და უკეთესი ვენტილაციის ხელშეწყობა.

მისი თქმით, ვირუსი არსად გამქრალა, ის ვრცელდება და მუტაციას განიცდის.

„ხალხი ხანდახან კითხულობს: „დაბრუნდა ვირუსი?” ის არასოდეს გამქრალა. ჯერ კიდევ არსებობს, ვრცელდება. ის მუტაციას განიცდის და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრ სიცოცხლეს იწირავს“, - აღნიშნა კლუგემ.

მისი თქმით, ევროპაში, გასულ კვირას, კოვიდ–ინფიცირების სამი მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გლობალური შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს. იმავე პერიოდში, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები გაორმაგდა, ვირუსს კი ყოველ კვირას დაახლოებით 3000 ადამიანი ეწირება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში კოვიდ–ინფიცირებისა შემთხვევები მკვეტრად გაიზარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S