Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო: "ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია საყვარელი იარაღია მავნე აქტორთათვის"

აშშ–ის საელჩო: "ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია საყვარელი იარაღია მავნე აქტორთათვის"

19/07/2022 13:27:51 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში აშშ–ის საელჩოს მედია წიგნიერების მნიშვნელბაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ "ციფრულ ერაში ინფორმაციის მიღებისას დაფიქრება გვმართებს".

როგორც დიპლომატიური უწყება აცხადებს, "ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია საყვარელი იარაღია მავნე აქტორთათვის, რომლებიც დაბნეულობისა და უნდობლობის დათესვას ცდილობენ".

"საელჩოს მრავალი წლის პარტნიორ მედია განვითარების ფონდთან ერთად საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებს მედია წიგნიერებით ვაძლიერებთ. წალენჯიხაში ელჩი დეგნანი პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა, რომ მათგან მედია წიგნიერების უახლესი ტრენდების შესახებ მოესმინა", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S