Accentnews.ge
მედია – ევროკავშირის სანქციები მოსკოვის მერზე და ცნობილ მსახიობებზეც გავრცელდება

მედია – ევროკავშირის სანქციები მოსკოვის მერზე და ცნობილ მსახიობებზეც გავრცელდება

19/07/2022 12:40:43 მსოფლიო

ევროკავშირის ახალი სანქციები, მათ შორის მოსკოვის მერ სერგეი სობიანინზე და ცნობილ მსახიობებზე– სერგეი ბეზრუკოვსა და ვლადიმირ მაშკოვზე გავრცელდება, – იუწყება „ნასტოიაშჩეე ვრემია“.

მისი ცნობით, სანქციების რიგით მე–7 პაკეტში შედის ემბარგო რუსეთის ოქროზე, ასევე გაფართოებულია იმ ორმაგი დანიშნულების საქონლის სია, რომლის რუსეთში ექსპორტი აკრძალულია.

როგორც გამოცემა იუწყება, ბეზრუკოვმა მხარი დაუჭირა უკრაინაში რუსეთის შეჭრას, მაშკოვმა კი მხარი დაუჭირა დონბასის ე.წ დამოუიდებლობის აღიარებას. რაც შეეხება მოსკოვის მერს, სობიანინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულად მიიჩნევა.

ამასთან, Reuters იტყობინება, რომ შეზღუდვები გავრცელდება ასევე „სბერბანკზე“.

"უკრაინის წინააღმდეგ ომში ოფიციალური მოსკოვისთვის მხარდაჭერისთვის „შავ სიაში“ ხვდება თუთიისა და სპილენძის გიგანტური კომპანია UMMC. ახალ სასანქციო სიაში, რომელიც 48 ფიზიკურ პირსა და 9 სუბიექტს აერთიანებს, ასევე შედიან „ღამის მგლების“ ლიდერები, მსახიობები, პოლიტიკოსები, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, სანქცირებული ოლიგარქების ოჯახის წევრები და სამხედრო პირები", – იუწყება Reuters.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S