Accentnews.ge
ოქტომბერში ქუთაისის აეროპორტი ორი კვირით დაიხურება

ოქტომბერში ქუთაისის აეროპორტი ორი კვირით დაიხურება

19/07/2022 12:34:45 საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლიდანაც ყოველდღიურად ევროპისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით ფრენები სრულდება, ოქტომბერში ორი კვირით დაიხურება. მიზეზი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციაა.

"დაგეგმილია 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ჩვენთან ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ, 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ", - აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აეროპორტი მუშაობას 10-დან 24 ოქტომბრამდე პერიოდში შეაჩერებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S