Accentnews.ge
"გაზპრომმა" და ირანმა 40 მლრდ დოლარის ღირებულების შეთანხმებას მიაღწიეს

"გაზპრომმა" და ირანმა 40 მლრდ დოლარის ღირებულების შეთანხმებას მიაღწიეს

19/07/2022 11:20:00 მსოფლიო

"გაზპრომმა" და ირანის ნავთობის ეროვნულმა კომპანიამ (NIOC) 40 მლრდ დოლარის ღირებულების შეთანხმებას მიაღწიეს.

„გაზპრომი“ NIOC-ს დახმარებას სთავაზობს კიშისა და ჩრდილოეთ ფარსის გაზის ოფშორული საბადოების, ასევე ნავთობის ექვსი საბადოს ათვისებაში.

„გაზპრომი“ ასევე მონაწილეობას მიიღებს გათხევადებული გაზის პროექტებში და გაზის საექსპორტო მილსადენების მშენებლობაში.

ირანი ბუნებრივი აირის რეზერვების მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ, მაგრამ აშშ-ის სანქციები მას ხელს უშლის მომპოვებელი ტექნოლოგიების შეძენაში და ანელებს გაზის ექსპორტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S