Accentnews.ge
გვარამია – "უცნობის" მიერ ჩანაწერების გამოქვეყნებაზე: "ვინც ეს ყველაფერი გააკეთა, უნდა ვეძებოთ, ასევე უნდა ვეძებოთ ისიც, ვინც გაავრცელა"

გვარამია – "უცნობის" მიერ ჩანაწერების გამოქვეყნებაზე: "ვინც ეს ყველაფერი გააკეთა, უნდა ვეძებოთ, ასევე უნდა ვეძებოთ ისიც, ვინც გაავრცელა"

19/07/2022 10:59:21 საზოგადოება

"მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას ისაუბრა ტელეწამყვან გიორგი გაჩეჩილაძის („უცნობი“) მიერ ჩანაწერების გამოქვეყნებაზე, რომელიც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი გადაცემის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ასახავს.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, პირადი საუბრების გავრცელება არამხოლოდ ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაა, არამედ ეს ქართული კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულია. გვარამიას თქმით, ამიტომ ფარული ჩანაწერების გამავრცელებლები უნდა იპოვონ.

"უცნობის" კი არა, ძალიან კარგად ნაცნობი სამარცხვინო ფიგურის მიერ ჩადენილ იქნა არამხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა, არამედ დანაშაული, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არანაირი საჯარო ინტერესის და არანაირი მამხილებელი ინფორმაციის შემცველი ტექსტი გავრცელდა, პირადი საუბარი სწორედ რომ და ეს არის დანაშაული ქართული კანონმდებლობით. ამიტომ, არამხოლოდ ის უნდა ვეძებოთ ვინც ეს ყველაფერი გააკეთა, მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპიუტერის ან ტელეფონის ვირუსების მეშვეობით მოხდა, მაგრამ ასევე ვეძებოთ ის, ვინც ეს გაავრცელა. გამავრცელებელი არის შემსრულებელი. თუ იარსებებენ შემსრულებლები, ყოველთვის იქნებიან უკანონო დავალებების მიმცემები. ეს ეხება როგორც ფარული ჩანაწერის გამავრცელებლებს, ისე მოსამართლეებს, პროკურორებს და სხვა. უკანონო დავალებების გამცემ მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი სავსებით შესაძლოა, რომ შედგეს საქვეყნო ინტერესბიდან გამომდინარე, მაგრამ შემსრულებელმა შუა რგოლმა უნდა იცოდეს, რომ მათთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერასდროს შედგება და დიახ, მათი დამვალებლები შეიძლება, დარჩნენ დაუსჯელები და ისინი საჩვენებლად უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა გვარამიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S