Accentnews.ge
პოლონეთმა 28 ერთეული ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკი მიიღო

პოლონეთმა 28 ერთეული ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკი მიიღო

19/07/2022 08:56:18 მსოფლიო

250 ერთეული „აბრამსის“ ტიპის ტანკის შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში პოლონეთმა შეერთებული შტატებიდან 28 ერთეული ტანკი მიიღო.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

„პირველი 28 ერთეული „აბრამსის“ ტანკი ჩამოვიდა პოლონეთში, პოლონელი ტანკისტების მოსამზადებლად“, – აღნიშნა ბლაშჩაკმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დროს აქტიურად იყენებს ჯავშანტექნიკას.

„აქედან გამომდინარე, ჩვენთვის თავის დაზღვევა მსოფლიოში საუკეთესო და თანამედროვე ტანკების სახით, იქნება რუსი აგრესორის დაშინების გარანტია“, – აღნიშნა ბლაშჩაკმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S