Accentnews.ge
ომის მიუხედავად, საქართველომ რუსეთიდან იმპორტი $705 მილიონამდე გაზარდა

ომის მიუხედავად, საქართველომ რუსეთიდან იმპორტი $705 მილიონამდე გაზარდა

19/07/2022 08:51:27 ეკონომიკა

სტატისკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთიდან 705 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით მეტია.

ამ ზრდის შედეგად, რუსეთი საქართველოსთვის თურქეთის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი საიმპორტო ბაზარი გახდა. 2021 წელს ამ პოზიციას ჩინეთი იკავებდა. იმპორტის მატება ძირითადად ნავთობის გაზრდილ იმპორტს უკავშირდება, რის შედეგადაც რუსეთი საქართველოსთვის საწვავის მიწოდების მთავარ წყაროდ იქცა.

რა საქონელი შეიძინა საქართველომ რუსეთიდან წელს:

1. ნავთობი - $184 მილიონი დოლარი, 198 ათასი ტონა, მატება 206%;

2. ბუნებრივი აირი - $40.2 მილიონი დოლარი, 156 ათასი ტონა, კლება 50%;

3. ქვანახშირის კოქსი - $30 მილიონი დოლარი, 54 ათასი ტონა, მატება 200%;

4. ხორბლის ფქვილი - $28.8 მილიონი დოლარი, 77 ათასი ტონა, მატება 1,300%;

5. მარგარინი - $25.7 მილიონი დოლარი, 15 ათასი ტონა, მატება 756%.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს რუსეთში 256 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. საქსტატის თანახმად, საქართველომ რუსეთში ფეროშენადნობების ექსპორტი გაზარდა, თუმცა მინერალური წყლების და ღვინოების ექსპორტი შემცირებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S