რუსეთმა უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი ძებნილთა სიაში შეიყვანა
19/07/2022 08:01:42 მსოფლიო
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი ძებნილთა სიაში შეიყვანა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჯერ კიდევ მარტში გორდონის წინააღმდეგ სამი მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე. მას ბრალად ედება ომის დაწყების საჯარო მოწოდებები, ეროვნული ნიშნით სიძულვილის გაღვივება და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გორდონმა უკრაინული ტელეარხის ეთერში მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და გაავრცელა "განზრახ ცრუ ინფორმაცია" სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისა და საარტილერიო დაბომბვის შესახებ რუსული არმიის მიერ.
„ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე ახლა მივიღე რუსეთიდან. ეს ნიშნავს, რომ მე პატიოსნად ვასრულებ ჩემს სამოქალაქო და ადამიანურ მოვალეობას“, -განაცხადა გორდონმა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.


