აშშ–ის ელჩმა მესტიაში ანსამბლ „რიჰოსთან“ ერთად სვანური ცეკვა შეასრულა [ვიდეო]
19/07/2022 07:55:34 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სვანეთში სტუმრობისას ანსამბლ „რიჰოსთან“ ერთად სვანური ცეკვა შეასრულა.
„მესტიაში ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა სვანური ცეკვა ისწავლა.
დიდი მადლობა ანსამბლ „რიჰოს“ შესანიშნავი გაკვეთილებისა და სვანეთის კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაზიარებისთვის“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


