Accentnews.ge
"ტვ პირველი": "ვატო წერეთელი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული"

"ტვ პირველი": "ვატო წერეთელი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული"

19/07/2022 07:32:21 საზოგადოება

ტელეკომპანია "ტვ პირველის" ინფორმაციით, ტელეარხის მფლობელი და დირექტორი ვატო წერეთელი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება აშშ-ის დამოუკიდებლობის აღნიშვნის ღონისძიებაზე საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს. ვატო წერეთელი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ვატო წერეთელი საგამოძიებო უწყებაში დღეს უნდა მივიდეს.

"პროკურატურას მოუწია საქმის აღძვრა. ასევე მოუწევს დამნაშავეების, არ იყო მხოლოდ [ანრი] ოხანაშვილი, ყველას გაშვება ციხეში, ვინც განახორციელა ჯგუფური თავდასხმა. აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთხელ მივმართავ, ნუ გახდებით თანამონაწილე, პროკურატურას აუცილებლად, დაუყოვნებლივ მიაწოდეთ ვიდეომასალა, რომ გასაჯაროვდეს თავდასხმის კადრები", - განუცხადა წერეთელმა ტელეარხს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S