Accentnews.ge
უკრაინაში რუსი რესტორატორის 400-მილიონიანი დაწესებულებები და ქონება დააყადაღეს

უკრაინაში რუსი რესტორატორის 400-მილიონიანი დაწესებულებები და ქონება დააყადაღეს

19/07/2022 07:06:37 მსოფლიო

უკრაინის სასამართლომ რუს მილიონერ და რესტორატორ ალექსანდრე ორლოვს, რომელიც, დედაქალაქში დედოფლის კომპლექსის მფლობელია, კვების ობიექტებსა და მიწის ნაკვეთები დაუყადაღა - ამის შესახებ ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს პრესსამსახური იტყობინება.

უკრაინული მედიის ცნობით, ორლოვი ფლობს Bulldozer Group-ს, რომელიც უკრაინაში ფლობს Queen Kyiv-ს, Virgin Izakaya Bar-ს, Eshak-ს, Not Only Fish-ს, Ryba Pila-ს, Queen Country Club-ს, Fish Fetish-ს.

გამოძიების დროს დადგინდა, რომ ბიზნესმენი ცდილობდა თავიდან აეცილებინა შესაძლო სანქციები და ქონებრივი უფლების ჩამორთმევა, შემდეგ კი ფიქტიური ხელშეკრულებების საფუძველზე გეგმავდა აღნიშნული ქონების სხვაზე გადაფორმებას.

გამომძიებელი მოსამართლის განჩინებით, დაყადაღებულია უძრავი ქონება პანსიონის სახით, მიწის ნაკვეთები და მრავალფუნქციური და გასართობი კომპლექსი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S