Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "რუსეთი ყველაზე სარისკო შეტევებისთვის არასლავ მებრძოლებს იყენებს"

უკრაინის გენშტაბი: "რუსეთი ყველაზე სარისკო შეტევებისთვის არასლავ მებრძოლებს იყენებს"

19/07/2022 06:29:41 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი არმიაში დიდი დანაკარგების გამო დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით მობილიზაციას განაგრძობს.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსული სარდლობის ქმედებების გამო იზრდება უკმაყოფილება არასლავ სამხედროებში, რომლებსაც ყველაზე სარისკო შეტევებისთვის იყენებენ.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს, ომის ტვირთი გადაიტანოს ეთნიკურ უმცირესობებზე, რათა თავიდან აიცილოს ეთნიკურად რუსების საყოველთაო მობილიზაცია, პუტინის ამგვარ ქმედებას კი, შესაძლოა, წინააღმდეგობა მოჰყვეს რუსეთის ზოგიერთ ეთნიკურ ანკლავში.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S