ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მლნ ევროს გამოუყოფს
19/07/2022 06:26:03 მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. შესაბამის შეთანხმებას ევროკავშირის საგარეო მინისტრებმა ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
დახმარების ახალი პაკეტის ჩათვლით ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება უკრაინისადმი 2.5 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.
"დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღწეული იქნა პოლიტიკური შეთანხმება უკრაინის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშზე", - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ.


